Saturday, October 1, 2016

დღეს ბოლო ტრენინგია,რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.გადავხედეთ კიდევ ერთხელ და გავეცანით ერთმანეთის პროექტის გეგმებს.ყველას პროექტი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.მათ შორის გამოვყოფთი ინგა ბერაძის პროექტს,რამაც შთამბეჭდავი  გავლენა მოახდინა მთელ აუდიტორიაზე.მართლაც გადასაჭრელია ეს პრობლემა.მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მანანას,რადგან ეს ტრენინგი წაგვადგება სკოლაში მოსწავლეებთან, სწორად დავგეგმოთ გაკვეთილი.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

დღეს გადავხედეთ გეგემებს.შევისწავლეთ ჩანართის დამატება ბლოგზე,შევქმენით ფეიჯები და გაჯეტები.ფასილიტაციისთვის შევქმენით ონლაინ კითხვარი,რაც ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მომეწონა.
მადლობა მანანა მასწავლებელს.ძალიან მიყვარხააარ!

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები.გავეცანით გარდნერის თეორიას,მოსწავლეთა სწავლის სტილის თეორიას.შევქმენით ხარაჩო.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები.გავიხსენეთ დრაივზე დოკუმენტის გაზიარება.შენიშვნები და კომენტარები.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის სლაიდს.გავიაზრეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა.

Sunday, September 11, 2016

დღე მეოთხე

გავიგე განმავითარებელი და განმსაზვრელი შეფასებები.რას მოიცავს ეს შეფასებები და გავეცანი შეფასებების 5 მიზანს.2მოდულის მესამე აქტივობა. გავეცანით მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩემი პროექტისთვის შესაფერისი მეთოდები და ინსტრუმენტები.ვისწავლეთ დრაივში მასალების ატვირთვა და შენახვა,ასევე რედაქტირება.

Saturday, September 10, 2016

მესამე დღე

დღეს შევისწავლეთ პროექტების დაგეგმვა,სტანდარტების დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება,ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და ზმნების კლასიფიკაცია.შევისწავლეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

.მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები პროექტის შესახებ.დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება.ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ შესაბამისი ინდიკატორები და შედეგები,რომელსაც შევაფასებთ და იქნება მაღალი სააზროვნო უნარების.გავიხსენეთ სურათების ჩასმა და ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა.